Belive

ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "ნაპოლის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში შევიდა. "ზალცბურგის" ახალგაზრდა შემტევმა, ჩემპიონთა ლიგის სეზონში, თინეიჯერებს შორის ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო - "ნაპოლის" კარის აღების შემდეგ, ჰოლანდის აქტივში 7 გოლი დაგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. 1995/96 წლების სეზონში, რაულმა 6 გოლის გატანა შეძლო. იგივე მაჩვენებელი კილიან მბაპემ 2016/17 წლების სეზონში გაიმეორა - ერლინგ ჰოლანდმა კი 2019/20 წლების სეზონში უკვე შეძლო 7 გოლის გატანა.
Untitled

სხვა სტატიები