Belive

ჰოლანდი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სადილში 500 ათასი ევრო დახარჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ბერძნული გამოცემის, Sportime.gr-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნორვეგიელმა კუნძულ მიკონოსის ერთ-ერთ რესტორანში სადილში 500 ათასი ევრო გადაიხადა:

,,მგონი, მთავარი კერძი დაავიწყდათ. ფეიკნიუსი,'' - დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერის პირად გვერდზე.

ჰოლანდი დორტმუდის ,,ბორუსიაში” 2020 წლის იანვარში ,,ზალცბურგიდან” გადავიდა. გასულ სეზონში 20 წლის ფორვარდმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერლინგს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები