Belive

ჰოლანდი, ლუკაკუ, იკარდი და 2019/20 წლების სეზონის ტოპ-15 ტრანსფერი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების, მათი სათამაშო ფორმის, ნაჩვენები რეზულტატებისა და კლუბის შედეგზე მოხდენილი გავლენის მიხედვით, Goal.com-მა გასული 2 სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო შენაძენების თხუთმეტეული შეადგინა. Goal.com-ის მიერ შედგენილი თხუთმეტეულის მე-15 ადგილს გაბრიელ მარტინელი იკავებს. 18 წლის ტალანტის სანაცვლოდ, "არსენალმა" 6 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მე-10 ადგილს როდრი იკავებს, რომელიც "მანჩესტერ სიტის" 63 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა - პირველ ადგილზე კი "ზალცბურგიდან" "დორტმუნდში" 20 მილიონ ევროდ გადასული ერლინგ ჰოლანდი იმყოფება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდმა "დორტმუნდის" მესვეურების მოლოდინები არა მხოლოდ გაამართლა - არამედ ნამდვილად შეძლო განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა. "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში, 19 წლის ვარსკვლავმა 12 გოლის გატანა შეძლო. ჰალანდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 15. გაბრიელ მარტინელი "იტუანო" - "არსენალი" 6 მილიონი ფუნტი 14. აარონ ვან-ბისაკა "კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 50 მილიონი ფუნტი 13. ნაბილ ფეკირი "ლიონი" - "ბეტისი" 20 მილიონი ევრო 12. იულიან ბრანდტი "ლევერკუზენი" - "დორტმუნდი" 25 მილიონი ევრო 11. ჰარი მაგუაირი "ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 80 მილიონი ფუნტი 10. როდრი "ატლეტიკო" - "მანჩესტერ სიტი" 63 მილიონი ფუნტი  9. კრისტოფერ ნკუნკუ "პსჟ" - "ლაიფციგი" 15 მილიონი ევრო 8. დეიან კულუსევსკი "ატალანტა" - "პარმა" იჯარა 7. ალექსანდერ სორლოტი "კრისტალ პალასი" - "ტრაბზონსპორი" იჯარა 6. ტორგან აზარი "გლადბახი" - "დორტმუნდი" 40 მილიონი ევრო 5. ვისამ ბენ იედერი "სევილია" - "მონაკო" 40 მილიონი ევრო 4. ბრუნო ფერნანდესი "სპორტინგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 68 მილიონი ფუნტი  3. მაურო იკარდი "ინტერი" - "პსჟ" იჯარა 2. რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ინტერი" 74 მილიონი ფუნტი  1. ერლინგ ჰალანდი "ზალცბურგი" - "დორტმუნდი" 20 მილიონი ევრო

სხვა სტატიები