Belive

ჰოლანდი, მბაპე, ფელიში და სხვები: ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულთა შანსები 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2021 წლის ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო კვირის გმირებად თანამედროვე ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე იქცნენ. ალბათ სიმბოლურია, რომ ნორვეგიელმა "სევილიას" კარში შესრულებული დუბლით, ხოლო ფრანგმა "ბარსელონასთან" გაფორმებული ჰეთ-თრიქით ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუ დაჩრდილეს, რომლებმაც ამავე კვირში ითამაშეს, თუმცა ღირებული არაფერი ​შეუქმნიათ... ნათელია, რომ უახლოესი ათლწეულის და იქნებ კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთის ახალი თაობის ორი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სწორედ ზემოთხსენებული ორი ტალანტი იქნება. ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარი მათ ოქროს ბურთის მოგებასაც უქადის. მართლაც, საინტერესოა, დიდებული ეპოქის დასრულებისა და პორტუგალიელი და არგენტინელი სუპერვარსკვლავების კულისებში გადანაცვლების შემდეგ, რომელი ფეხბურთელები დაიპყრობენ სცენას. ბრიტანულმა გამოცემა Givemesport-მა საამისოდ გამოკითხვა ჩაატარა და ყველაზე ნიჭიერი 41 ახალგაზრდა ფეხბურთელის ოქროს ბურთის მოგების შანსები შეაფასა და ისინი სასწაულის იმედად მყოფებიდან თითქმის გარდაუვალამდე ჯგუფებად გადაანაწილა.
No description available.
ტალანტები, რომელთაც ოქროს ბურთის მოსაგებად სასწაული სჭირდებათ: 
  • კალუმ ჰადსონ-ოდოი
  • ვინიციუს ჯუნიორი
  • ​ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
  • კრისტიან პულიშიჩი
  • რუბენ დიაში
  • ​რიშარლისონი 
  • უსმან დემბელე 
  • დომინიკ კალვერტ-ლუინი
  • რიკი პუჩი 
  • ტაკეფუას კუბო 
No description available.
შესაძლებელია, მაგრამ ნაადრევია ამის თქმა: 
  • ფაბიო სილვა
  • რაიან გრავენბერხი
  • რაიან ჩერკი
  • ჯოვანი რეინა
  • კერტის ჯონსი
  • ფრანცისკო ტრინკაუ
  • ჯუდ ბელინგემი
  • ბილი გილმორი​
No description available.
არასოდეს თქვა არასოდეს: 
  • მეისონ გრინვუდი
  • ბუკაიო საკა​
  • ედუარდო კამავინგა 
  • ფერან ტორესი
  • კაი ჰავერტსი
  • მარკუს რაშფორდი
  • დაიოტ უპამეკანო​
  • ლაუტარო მარტინესი
  • ჯანლუიჯი დონარუმა
  • მატეის დე ლიხტი
  • როდრიგო გოეში
  • მარტინ ოდეგორი
  • ჟულეს კუნდე​
No description available.
სავსებით შესაძლებელია: 
  • ფილ ფოდენი 
  • ალფონსო დევისი
  • ანსუ ფატი 
  • ჯეიდონ სანჩო
  • პედრი
  • ფრენკი დე იონგი​
No description available.
შესანიშნავი შანსი აქვთ: 
  • ერლინგ ჰოლანდი 
  • ჟოაო ფელიში 
No description available.
თითქმის გარდაუვალია:
  • კილიან მბაპე
No description available.

სხვა სტატიები