Belive

ჰოლანდი მბაპეს რეკორდს მიუახლოვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბორუსიამ" სტუმრად "სევილია" 2:3 დაამარცხა და საპასუხო მატჩამდე სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. დორტმუნდელთა რიგებში კვლავ საოცრად გამოიყურება ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. "სევილიას" კარში გატანილი გოლებით ნორვეგიელი თავდამსხმელი კილიან მბაპეს რეკორდს მიუახლოვდა. "პსჟ"-ს ფრანგ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 19 გოლი აქვს გატანილი. ახლა კი, ერლინგის ანგარიშზე 18 ბურთია, ის კი 21 წლის ივლისში გახდება. ვინაიდანაც მბაპე 22 წლისაა, უდიდესი ალბათობით, მის რეკორდს ჰოლანდი დაამხობს.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები 21 წლის ასაკამდე: 19: კილიან მბაპე (მონაკო, პსჟ) 18: ერლინგ ჰოლანდი (ზალცბურგი, დორტმუნდი) 12: კარიმ ბენზემა (ლიონი) 9: პატრიკ კლუივერტი (აიაქსი) 8: ობაფემი მარტინსი (ინტერი) 8: ლეო მესი (ბარსელონა) 8: რაული (რეალ მადრიდი) 8: ხავიერ სავიოლა (ბარსელონა)  

სხვა სტატიები