ჰოლანდი: პსჟ-ს ფეხბურთელები ძალიან დამეხმარნენ
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-თან საუბრის დროს, "დორტმუნდის" ვარსკვლავმა - ერლინგ ჰოლანდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. გერმანული კლუბის შემტევმა გოლის აღნიშვნის მომენტი გაიხსენა, რომელსაც "პსჟ"-ს ფეხბურთელები გამოეხმაურნენ და ჰოლანდი დატროლეს. პარიზული გრანდის ფეხბურთელების ქმედებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთმა გულშემატკივარმა ისინი გააკრიტიკა. ჰოლანდის მტკიცებით, იგი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელების მადლიერია. "ვფიქრობ ისინი ძალიან დამეხმარნენ მედიტაცია ყურადღების ცენტრში მომექცია და მთელი მსოფლიოსათვის მეჩვენებინა თუ რა მნიშვნელოვანია მედიტაცია. მათი მადლიერი ვარ, ისინი ძალიან დამეხმარნენ", - აღნიშნა ჰოლანდმა.