Belive

ჰოლანდი: ყველა თამაშის წინ ერთი და იგივე სიმღერას ვუსმენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროში რაკეტის სისწრაფით შემოიჭრა და გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. დღეს ნორვეგიელი ფეხბურთელის მიმართ ყველა ინტერესს იჩენს და მისი თითოეული ინტერვიუ ყურადღების ცენტრში ექცევა. "ბორუსიას" თავდამსხმელმა გაამხილა თავისი საყვარელი სიმღერა და ასევე დასძინა, რომ ყოველი თამაშის წინ სწორედ ამ სიმღერას უსმენს. "თამაშის წინ ძალიან მომწონს ნორვეგიელი რეპერის "ამარას" მოსმნენა. მისი ერთ-ერთი სიმღერა სახელად "იოცნებე" ჩემთვის საუკეთესოა და ყოველი მატჩის წინ სულ ამ სიმღერას ვუსმენ." ჰოლანდმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს: "სეზონის მიმდინარეობისას თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. როცა ვახერხებ, ძალიან მიყვარს ჩემ მეგობრებთან ერთად "ფიფას" თამაში და პიცის მომზადება. პიცა ჩემი საყვარელი საკვებია" შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდზე ევროპაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. მისით არაერთი გრანდი ინტერესდება.

სხვა სტატიები