Belive

ჰოლანდი სევილიასთან შეხვედრას გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ტრავმის გამო, "ლესტერთან" შეხვედრა გამოტოვა. პეპ გვარდიოლას გარისკვა არ უნდა და "სევილიასთან" შეხვედრაში ნორვეგიელს მოედანზე არ გამოიყვანს.

ჰოლანდი, რომელსაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლი აქვს გატანილი, გასულ სამშაბათს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ, მეორე ტაიმში მეოდანზე არ გამოსულა. როგორც ჩანს, ერლინგმა სწორედ ამ დაპირისპირებაში მიიღო ტრავმა.

იმის გათვალისწინებით, რომ "სიტის" ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს, პეპ გვარდიოლა არ აპირებს მისი ბომბარდირის ჯანმრთელობა სასწორზე დადოს.

"მას გარკვეული ტრავმა აწუხებს. სერიოზული არაფერი, თუმცა, ერთი კვირა მაინც დაისვენებს. ის "სევილიასთან" არ ითამაშებს, რადგან ჩვენ ჯგუფიდან უკვე გავედით. იმედია, "ფულჰემთან" დაგვეხმარება, თუ ესეც არ მოხდა, კარაბაოს თასზე "ჩელსის" წინააღდეგ აუცილებლად ითამაშებს." - განუცხადა გვარდიოლამ BBC-ს.

სხვა სტატიები