Belive

ჰოლანდი: "ვუთხარი ის, რაც მან ჩამყვირა - ეს კარმაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდმა "სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დუბლი შეასრულა. მეორე გოლი 20 წლის ნორვეგიელმა პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ერლინგმა თერთმეტმეტრიანი მეორე ცდაზე გაიტანა, რადგან პირველი დარტყმის დროს მეკარე იასინ ბონომ წესები დაარღვია.
მაროკოელმა კარის დარაჯმა პირველი მოგერიების შემდეგ ჰოლანდს რაღაც უთხრა, რის შესახებაც ნორვეგიელმა თამაშის შემდეგ ისაუბრა: "ძალიან რთული შეხვედრა იყო. პირველის არა, მაგრამ მეორედ პენალტის შესრულების დროს ვინერვიულე. ფეხი ხაზის გარეთ ჰქონდა, შიგნით რომ დარჩენილიყო, პირველადაც გავუტანდი. როდესაც არ მოიტყუა, გატანა აღარ გამიჭირდა. რა ვუთხარი ბონოს? სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი. რაც მან ჩამყვირა, იგივე გავიმეორე - ეს კარმაა," - ამბობს ჰოლანდი.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები