ჰოლანდიის ნაკრებში ახალი მწვრთნელები ჰყავთ 

ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეებია. გუნდს ვეტერანი ფეხბურთელები რუდ ვან ნისტელროი და მარტინ სტეკელენბურგი შეუერთდნენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” და მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი და “ევერტონის” მეკარე რონალდ კუმანის ასისტენტებად იმუშავებენ და გუნდს ევრო 2020-სთვის მოამზადებენ.

“ნარინჯისფერების” შემადგენლობაში ცვლილებები კის ვან ვონდერინის წასვლამ გამოიწვია, რომელმაც კუმანის ხელმძღვანელობით მუშაობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.

ევროპის ჩემპიონატს ჰოლანდიის ნაკრები უკრაინასთან მატჩით დაიწყებს. ერთა ლიგის მოგების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს ეროვნული გუნდი სწორედ ნიდერლანდელთა ჯგუფში მოხვდეს.

(64)

ჰოლანდიის ნაკრებში ახალი მწვრთნელები ჰყავთ 

სტატიის ავტორი
-