Belive

ჰოლანდის შემცვლელი ცნობილია - დორტმუნდმა ადეიემი წარადგინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიამ" ერლინგ ჰოლანდის შემცვლელი უკვე იპოვა - ნორვეგიელი ფეხბურთელის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერიდან მალევე, გერმანელებმა კარიმ ადეიემი ოფიციალურად წარადგინეს. "ბორუსიამ" ახალგაზრდა თავდამსხმელი "ზალცბურგიდან" დაიმატა. 20 წლის გერმანელის სანაცვლოდ გუნდმა 38 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ადეიემიმ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კარიმ ადეიემი "ზალცბურგში" 2018 წლიდან თამაშობს. ავსტრიული კლუბის რიგებში ჩატარებულ 92 მატჩში თავდამსხმელმა 33 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ კარიმმა კარიერის საწყისი პერიოდი "ბაიერნის" ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. შეგახსენებთ, რომ ადეიემის მსგავსად, "ბორუსიამ" ერლინგ ჰოლანდიც "ზალცბურგიდან" შეიძინა. 21 წლის ნორვეგიელმა გერმანიაში საოცარი შედეგები დააფიქსირა - მან 88 მატჩში თავი 85-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები