Belive

ჰოლანდისთვის მანჩესტერული გუნდები იბრძოლებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "დორტმუნდის" ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი შესაძლოა პრემიერ ლიგის მოთამაშე გახდეს. უნიჭიერესი ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვით ერთბაშად ორი მანჩესტერული გუნდი ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები "სიტი" და "იუნაიტედი" იქნებიან. აღსანიშნავი ფაქტია, რომ გერმანულმა კლუბმა ჰოლანდი შესაძლოა 2021 წლის ზაფხულს გაასხვისოს, რადგან კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი გაშვების შესახებ, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელ ვარსკვლავს გუნდის დატოვება 2022 წლიდან შეეძლება 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ჰოლანდის მიმართ "იუნაიტედის" ინტერესი ახალი ამბავი არ არის: სულშერს ადრეც სურდა თანამემამულის "წითელ ეშმაკებში" ხილვა, რასთანაც საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა ტრანსფერი "იუნატედის" აღმასრულებელი დირექტორის გამო არ შედგა, რისი მიზეზიც მინო რაიოლასთვის გადასახდელი ჰონორარი და ის ფაქტი გახდა, რომ დაჟინებით იყო მოთხოვნილი განთავისუფლების შესახებ პუნქტის შეტანა ჰოლანდის კონტრაქტში. რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", გუნდი ჰოლანდს აგუეროს შემცვლელად განიხილავს, რომელსაც 2021 წლის ივნისში 33 წელი უსრულდება. 20 წლის შემტევი "დორტმუნდს" 2019 წლის ზამთარში შეუერთდა და მას შემდეგ ბრწყინვალედ ასპარეზობს, ყველა ტურნირზე ერთად აღებული მან გუნდის შემადგენლობაში 32 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.      

სხვა სტატიები