Belive

,,ჰოლანდით უკმაყოფილო ვარ, ერთი გოლი გაიტანა და არა - სამი'' - გვარდიოლას ხუმრობა მოგების შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,საუთჰემპტონთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ხუმრობით თვქვა, რომ ერლინგ ჰოლანდით უკმაყოფილოა და ამის მიზეზი მის მიერ გატანილი მხოლოდ ერთი გოლია:

,,ჰოლანდით ძალიან უკმაყოფილო ვარ, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და არა - სამი. მეორე მხრივ ეს კარგია, რადგან ახლა მას პეტიციის გამო (ინგლისში ასიათასობით ხელმოწერა აქვს პეტიციას, რომელიც ჰოლანდის დისკვალიფიკაცის ითხოვს იმ მიზეზით, რომ ის რობოტია) პრემიერ ლიგიდან არ გააძევებენ.

მისგან მოლოდინი ძალიან დიდია. ხალხს სჯერა, რომ ერლინგი ყოველ მატჩში 3-4 გოლს გაიტანს. მან თავის გამოჩენა ,,საუთჰემპტონთანაც'' შეძლო, რაც ისევ დაგვეხმარა. გარდა ამისა, ის ბურთს ფლობს და იბრძვის. ჰოლანდმა ძალიან კარგად ითამაშა,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,საუთჰემპტონს'' უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ჰოლანდმა მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ერლინგის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 20 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ნორვეგიელს გოლი ზედიზედ 10 მატჩში აქვს გატანილი.

სხვა სტატიები