Belive

ჰოლანდმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდისა" და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა - ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ბევრისათვის გასაკვირად, ჰოლანდის რჩეულ სამეულში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა. გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდში" ჰოლანდის დღეები დათვლილია - ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენით ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიცაა: "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი". ნორვეგიელის ტრანსფერის შემთხვევაში, ნებისმიერ გრანდს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა ჰოლანდი ამტკიცებს, რომ მასზე გაცემული ავანსები გამართლებულია. ESPN-თან საუბარში, ჰოლანდმა მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
"საუკეთესო სამეული მსოფლიოში - ვიტყოდი, რომ რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესოა, მას პირველ ადგილზე დავასახელებ. კარიმ ბენზემა ასევე გასაოცარი ფეხბურთელია - ლეო მესი კი წარმოუდგენლად მაგარია. ასე რომ მეორე და მესამე ადგილზე ბენზემასა და მესის დავასახელებ", - აღნიშნა ერლინგ ჰოლანდმა.

სხვა სტატიები