Belive

ჰოლანდმა დაასახელა 7 თავდამსხმელი, რომლებსაც თავისზე უკეთესებად თვლის

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ერლინგ ჰოლანდმა 7 თავდამსხმელი დაასახელა, რომლებიც მასზე უკეთესები არიან, აქედან გამომდინარე თავად ჰოლანდი მე-8 გამოდის. საინტერესოა, რომ მის მიერ დასახელებულ 7 მოთამაშეში ვერ მოხვდა კილიან მბაპე. საფეხბურთო სცენაზე ჰოლანდი 2019-20 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ გამოჩნდა, სადაც "ზალცბურგის" შემადგენლობაში 8 გოლის გატანა შეძლო და ყველას ყურადღება მიიქცია. ასეთი გამოსვლის შემდეგ ჰოლანდის გადაბირება არაერთმა გრანდმა სცადა, მაგრამ საბოლოოდ ჰოლანდი "დორტმუნდის" შემადგენლობაში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოლოდინები ნამდვილად გაამართლა, მან 2019-20 წლის სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 15 შეხვედრა გამართა და 13 გოლი გაიტანა, ასევე არ უნდა გამოგვრჩეს მისი დუბლი "პსჟ"-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფორვარდს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს, ახლა თავად ნორვეგიელსაც ესმის, რომ ის ჯერჯერობით საუკეთესო არაა, VG- თან ინტერვიუში ჰოლანდმა 7 მოთამაშე დაასახელა, რომლებსაც თავისზე წინ აყენებს : კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი, სერხიო აგუერო, რობერტო ფირმინო, ობამეიანგი, ჰარი კეინი და ტიმო ვერნერი. ჰოლანდის სიაში რომ ლიონელ მესი ვერ მოხვდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჰოლანდი არგენტინელს არ განიხილავს, როგორც ცენტრალურ თავდამსხმელს. მაგრამ ნამდვილად საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა კილიან მბაპე. როგორც ჩანს ჰოლანდი თვლის, რომ ახლა ის უკეთესია, ვიდრე სუარესი, ბენზემა და ლუკაკუ. ჰოლანდის მიერ მბაპეს სიის მიღმა დატოვება შეიძლება იმით აიხსნას, რომ "პსჟ" - მ ჰოლნადს დასცინა მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოთიშა ასპარეზობას.  

სხვა სტატიები