Belive

ჰონდურასელმა ფეხბურთელმა მატჩი ნიღბით ჩაატარა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ოლიმპიას" კაპიტანი ჯერი ბენგტსონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე დამხაცავი ნიღბით გავიდა. 33 წლის ჰონდურასელი თავდამსხმელის ამ საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯერის გუნდი დღეს კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე "მონრეალს" დაუპირისპირდა. "ოლიმპიამ" სტუმრად გატანილი გოლის წყალობით (2:2) მეტოქე დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ბენგტსონმა კი მინდორზე 76 წუთი გაატარა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ჰონდურასელი ფეხბურთელი უფრთხილდება საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. სწორედ ამის გამო თამაშობს ის დამცავი ნიღბით.

სხვა სტატიები