Belive

ჰონდურასის ნაკრების 2 ფეხბურთელი აშშ-სთან მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე არ გავიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში აშშ-ის ნაკრებმა შინ ჰონდურასი 3:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ორმა ფეხბურთელმა შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, მოედანზე გასვლა ვეღარ მოახერხა. როგორც ოფიციალური განცხადებიდან ხდება ცნობილი, სტადიონზე შექმნილი ექსტრემალური პირობების გამო, ჰონდურასელთა წევრებმა შეცვლა ითხოვეს. მინესოტაში, სადაც აღნიშნული დაპირსპირება გაიმართა, -16 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო მაგალითად, ჰონდურასის დედაქალაქში ახლა 17 გრადუსია.

"ეს ნორმალური არ არის, წარმოუდგენელია იპოვნო ძალა, რომ ასეთ პირობებში მოედანზე გამოხვიდე და მატჩი დაასრულო. თამაში დაწყებული არ იყო, რომ მის დასრულებას მოუთმენლად ველოდებოდით," - ამბობს ჰონდურასის ნაკრების მწვრთნელი.
11 ტურის შემდეგ მოპოვებული 21 ქულით აშშ-ის ნაკრები მხოლოდ კანადას ჩამორჩება.