Belive

ისტორიაში პირველად: ბარსელონა გალიდერდა - მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ათეული 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბების ყოველწლიური ფინანსური შედეგების განახლებული მონაცემები 14 იანვარს გამოქვეყნდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბის სტატუსი "ბარსელონამ" ისტორიაში პირველად მოიპოვა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან "ლივერპულთან", სენსაციურად გამოვარდნისა და მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის შეჩერებისა, კატალონიურ კლუბში პოზიტიური სიახლეებიც მოიძებნება. "ბლაუგრანამ" მადრიდის "რეალს" გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფინანსური მოგების მქონე კლუბი გახდა. "კამპ ნოუს" ბინადრებმა 2019 წელს შემოსავალი 840.8 მილიონამდე გაიზარდეს, რაც ნებისმიერი კლუბისთვის რეკორდია, "სამეფო კლუბს" კი 10%-ით აღემატება. სამეულს "მანჩესტერ იუნაიტედი" ასრულებს, რომელსაც ევროპულ ტურნირებზე წარუმატებლობისა და პრემიერლიგაში არასტაბილურობის მიუხედავად, ფინანსებში ნამდვილად არ უჭირს. ათეული კი ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები