Belive

იაია ტურე ბარსელონას დახმარებას სთავაზობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც "ბლაუგრანას" მაისურით UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა, კატალონიურ გრანდს დახმარებას სთავაზობს. იაია ტურე მიიჩვნევს, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, კატალონიელები მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებენ. 2019 წლის ლა ლიგის ჩემპიონი მიმდინარე სეზონში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. "ბარსელონამ" 7 ტურში მხოლოდ 3 გამარჯვების მოპოვება შეძლო, რის გამოც რონალდ კუმანი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. სიტუაციას "ბარსელონას" £1 მილიარდიანი ვალიც ართულებს.

"კატალონიურ გრანდთან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. კლუბმა ნდობა ჯერ კიდევ მაშინ გამომიცხადა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი და ტოპ ლიგაში ჯერ კიდევ არ მქონდა ადგილი დამკვიდრებული. მათ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და მუდამ "ბარსელონას" მადლიერი ვიქნები." "შესაძლოა "ბარსელონა" რთულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ კლუბის წარმატების მწამს. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მზად ვარ კლუბს დავეხმარო - ჩემი გული მხოლოდ "ბარსელონასა" და მის გულშემატკივრებს ეკუთვნით", - აღნიშნა იაია ტურემ.
 

სხვა სტატიები