Belive

იაია ტურე: "მარკესი პიკეზე გაცილებით უკეთესი მცველი იყო"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, იაია ტურემ საინტერესო განცხადება გააკეთა. კოტ-დ'ივუარელმა ნახევარმცველმა ერთმანეთს "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე და ყოფილი მცველი რაფა მარკესი შეადარა.
"მარკესი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ის უმაღლეს დონეზე თამაშობდა. მისი თამაში ვისაც გახსოვთ და იცით, ის პიკეზე ათჯერ უკეთესია. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს გვანან, მაგრამ გეუბნებით, მარკესი ათჯერ უკეთესია. მისი თამაშის სტილი ნახვისთანავე შემიყვარდა" - განაცხადა ტურემ.
შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს ესპანურ გრანდში ორივე ფეხბურთელთან ერთად უთამაშია.

სხვა სტატიები