Belive

იაია ტურე პრემიერლიგაში ბრუნდება?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იაია ტურეს აგენტის მტკიცებით, "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ვარსკვლავმა სამედიცინო შემოწმება გაიარა ლონდონში. გავრცელებული ინფორმაციით, კოტ - დ'ივუარელი ნახევარმცველი ახალი კლუბის ძიებაშია. აგენტის მტკიცებით, ტურეს მსურველთა შორის "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" არ არიან. "მანჩესტერ სიტის" რიგებში გატარებული 8 სეზონის შემდეგ, ტურეს მონაგარი პრემიერლიგის 3 ტიტულს და ადგილობრივ თასებს შეადგენს. ქალაქელებმა კოტ - დ'ივუარელისათვის კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვეს, რის შედეგადაც ზაფხულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გაგრძელდება იაია ტურეს კარიერა, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" სასურველი კლუბების რიცხვში არ შედიან. "დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მისი მომავალი კლუბი "ვესტ ჰემი" არ იქნება. იაია ჩემპიონია! ბოლოადგილოსანი კლუბი მის ინტერესებში არ შედის." - აღნიშნა დიმიტრი სელუკმა.
 

სხვა სტატიები