Belive

იაია ტურე კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდის რიგებს კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ნახევარმცველი კარიერის დასაწყისში (2005/06) სწორედ „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა. მზარდი პოტენციალის მქონე ნახევარმცველით „მონაკო“ დაინტერესდა და 1 წელიწადში ტურე კატალონიის „ბარსელონაში“ სათამაშოდ გადავიდა. ყველაზე წარმტებული პერიოდი ტურეს „მანჩესტერ სიტიში“ ჰქონდა - ფორმის პიკზე მყოფი კოტ-დ'ივუარელი „სიტის“ ძირითადის უცვლელი წევრი და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა. „სიტის“ სათავეში პეპ გვარდიოლას მისვლისა და ასაკის მატების პარალელურად, ტურემ ძირითადში ადგილი დაკარგა და საბოლოოდ, ტურე კვლავ ოლიმპიაკოსს დაუბრუნდა.

სხვა სტატიები