Belive

იაია ტურემ შესაძლოა ბრაზილიაში ითამაშოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოტ დიუარელი ნახევარმცველი იაია ტურე შესაძლოა "ბოტაფოგოს" ფეხბურთელი გახდეს. Globo Esporte-ს ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ჩინურ "ჰაინუში" ირიცხებოდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია, ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სამხრეთ ამერიკული მხარე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაზე უკვე თანახმაა. აქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურე რუსეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი "ტამბოვში" გადაბარგდებოდა. "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" ვეტერანმა ნახევარმცველმა "ქალაქელები" 2018 წლის სექტემბერში დატოვა და მას შემდეგ ჯერ "ოლიმპიაკოსში" დაბრუნდა, მერე კი ბედი აზიაში სცადა.

სხვა სტატიები