Belive

იაია ტურეს მომავალი კლუბის ვინაობა ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იაია ტურე "ოლიმპიაკოსში" დაბრუნებასთანაა ახლოს. კოტ - დ'ივუარელი ნახევარმცველის აგენტის მტკიცებით, მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ლონდონში. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდის The Mirror-ის მტკიცებით, ინგლისის პრემიერლიგის კლუბის ნაცვლად ტურე ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი ნახევარმცველის წლიური ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით  £2 მილიონს შეადგენს. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ვარსკვლავის სამსახურით რამოდენიმე ინგლისური კლუბიც ინტერესდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

სხვა სტატიები