Belive

იაკუბ ბლაშიკოვსკის ღირსეული საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი სეზონის ბოლომდე კრაკოვის "ვისლას" სრულიად უფასოდ  დაეხმარება.  პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველის განცხადებით იგი მზადაა თავის ყოფილ კლუბს ფინანსურადაც დაეხმაროს რათა "ვისლამ" გაკოტრება აირიდოს თავიდან. ბლაშიკოვსკი კრაკოვულ კლუბში 2004-2007 წლებში თამაშობდა და კლუბში ჩატარებულ 62 მატჩში 3 გოლი გაიტანა  და 15 საგოლე პასი შეასრულა. 2016-2019 წლებში იაკუბი "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა და 45 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები