Belive

იამაიკაში 20 წლის ქალი ფეხბურთელი მოკლეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული გამოცემები იამაკიაში იტყობინებიან, რომ 20 წლის ნახევარმცველი, ტარანია კლარკი მოკლული იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სატელეფონო საუბარში ქალთან დაპირისპირება ჰქონდა. ინციდენტი ხუთშაბათს, გვიან ღამით, იამაიკის დედაქალაქ, კინგსტონში მოხდა. ტარანია კლარკი მშობლიური გუნდის, "ვოთერჰაუსის" კაპიტანი იყო. მან სექტემბერში, იამაიკის ქალთა ეროვნულ ნაკრებში კუბასთან გამართულ სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

სხვა სტატიები