Belive

იან ვერტონგენის მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" უკანახაზელის მდგომარეობა რთულდება. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ვერტონგენი დაახლოებით 2 თვე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, იან ვერტონგენი 4-6 კვირით ვერ შეძლებდა მოედანზე გასვლას, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, 31 წლის მცველის ტრავმა გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა. კვირის ბოლომდე, "დეზების" ბელგიელი მცველი დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რის შემდეგაც მისი გამოჯანმრთელების თარიღმა შესაძლოა კიდევ უფრო გადაიწიოს.

სხვა სტატიები