Belive

იანვრის ტოპ-10 ტრანსფერი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე შესაძლოა კვლავ განხორციელდეს რამდენიმე გახმაურებული ტრანსფერი. ევროპული ფეხბურთის გრანდებმა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ საინტერესო გარიგებები განახორციელეს. გთავაზობთ იანვარში განხორციელებულ ტოპ-10 ტრანსფერს:

10) ბრაჰიმ დიაზი, "მანჩესტერ სიტი" - "რეალი" (£15.5 მილიონი)

9) მარიო ბალოტელი, "ნიცა" - "მარსელი" (თავისუფალი აგენტი)

8) დენის სუარესი, "ბარსელონა" - "არსენალი" (იჯარა)

7) კშიშტოფ პიატეკი, "ჯენოა" - "მილანი" (£30.9 მილიონი)

6) ლეანდრო პარედესი, "ზენიტი" - "პსჟ" (£34.7 მილიონი)

5) სესკ ფაბრეგასი, "ჩელსი" - "მონაკო" (£8.9 მილიონი)

4) კევინ-პრინს ბოატენგი, "სასუოლო" - "ბარსელონა" (იჯარა)

3) ალვარო მორატა "ჩელსი" - "ატლეტიკო" (იჯარა)

2) გონსალო იგუაინი "მილანი" - "ჩელსი" (იჯარა)

1) ემილიანო სალა, "ნანტი" - "კარდიფი" (£15 მილიონი) 

"კარდიფის" ყველაზე ძვირადღირებული და გახმაურებული ტრანსფერი. "ნანტის" ფეხბურთელზე პრემიერლიგის კლუბში დიდ იმედებს ამყარებდნენ - თუმცა ემილიანო სალას გარშემო განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენამ მსოფლიო შეძრა. დაკარგული თვითმფრინავის, პილოტისა და ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები ამ წუთამდე გრძელდება.

სხვა სტატიები