Belive

იაპ სტამი: "დინამო დაბალანსებული გუნდია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
15 აგვისტოს, 20:30-ზე, დინამო თბილისსა და “ფეიენოორდს” შორის გასამართი შეხვედრის წინასამატჩო როტერდამელთა კაპიტანმა, ერიკ ბოტეგინმა, და მთავარმა მწვრთნელმა, იაპ სტამმა, რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს: ერიპ ბოტეგინი: გასაგებია, რომ აქამდე თბილისში ორი მატჩი წავაგეთ, თუმცა ამჯერად მარცხს არ დავჯერდებით და ვეცდებით საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ. დიახ, გუნდისთვის მნიშნველოვანია რომ სტადიონზე გულშემატკივარი ჰყავდეს, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე ეს პოზიცია მასპინძელი გუნდისთვის ბევრად უფრო წამგებიანია." იაპ სტამი: "ჩემი საქმე არ არის ოპონენტის სისუსტეებზე და მათ გამოსწორებაზე ლაპარაკი. ჩემი აზრით პირველი მატჩის შემდეგაც კი ვფიქრობ რომ დინამო თბილისი კარგი გუნდია. ხვალინდელ თამაშში ფრთხილად უნდა ვიყოთ. რამდენიმე თამაშს ვუყურეთ, თუმცა კონკრეტულ ფეხბურთელს არ გამოვარჩევ, ვფიქრობ რომ საერთო ჯამში თვითონ გუნდი ასპარეზობდა კარგად და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი. თუ კონცენტრირებულები არ ვიქნებით მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მივიდეთ. დინამო თბილისი საკმაოდ დაბალანსებული გუნდია ყველა პოზიციაზე, ამიტომ ცალკე რომელიმე ფეხბურთელს არ გამოვარჩევდი. აგრესიული თამაშის სტილი გუნდის და ჩემი დამსახურებაა. ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ეს არის მნიშვნელოვანი იარაღი. ზოგადად ვცდილობთ რომ აგრესიულობა გავზარდოთ. ასევე მნიშნველოვანია არ მისცე მოწინააღმდეგეს ბურთი. არა ვინმე კონკრეტული ფავორიტი არ მყავს და არც ვინმეს მიბაძვას ვცდილობ. თუმცა როდესაც უმაღლეს დონეზე თამაშობ და დიდ მწვრთნელებთან ურთიერთობ ცდილობ რომ მათგან ყველაფერი დაიმახსოვრო, ჟესტები, დამოკიდებულება და სხვა. თუმცა როდესაც მაღალ დონეზე მწვრთნელობას იწყებ ცდილობ შენი საკუთარი სტილი დაამკვიდრო."    

სხვა სტატიები