Belive

იაპ სტამი: "იუვენტუსი მანჩესტერთან ფავორიტია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მცველმა, იაპ სტამმა Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.  სტამი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა, ფავორიტად "იუვენტუსს" მიიჩნევს. "ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება, თუმცა იუვენტუსს მოგება უფრო მარტივად შეუძლია. იტალიელებს შესწევთ ძალა, რომ პირველივე წუთებიდან შეუტიონ, მაშინ როდესაც მანჩესტერელები უფრო ფრთხილები არიან. იუვენტუსი საჭირო ქულებს არ ფლანგავს და მათ ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ". იაპ სტამმა ტურინელ მცველებზე, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინიზეც ისაუბრა. "ორივე ეს მოთამაშე ძალიან ძლიერი მცველია. წლების მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაშობენ. იუვენტუსს რეალურად შესწევს ძალა, რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა". ჰოლანდიის ნაკერების ყოფილმა მცველმა პოლ პოგბაზეც გაამახვილა ყურადღება. "არ მიკვირს, რომ პოგბას იუვენტუსს უკავშირებენ, რადგან ის ყველაზე მეტად შეესაბამება მათ სტილს. არ მგონია, რომ ის ბედნიერი იყოს იუნაიტედში, რადგან იგი იტალიური ფეხბურთისთვისაა შექმნილი და გული იქით მიუწევს."

სხვა სტატიები