Belive

იაპ სტამი ფეიენოორდიდან წავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როტერდამიის "ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა. გუნდის ლეგენდამ, იაპ სტამმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. 47 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატი კარგად ვერ გამოიყურებოდა. ერედივიზიონის 11 ტურის შემდეგ მოპოვებული 14 ქულით "ფეიენოორდი" მე-12 პოზიციაზეა. მეტწილად სტამის წასვლის მიზეზი გასულ ტურში, სტუმრად პრინციპულ მეტოქესთან, "აიაქსთან" განადგურება (0:4) გახდა. იაპ სტამმა როტერდამული კლუბი ზაფხულში ჩაიბარა და "ფეიენოორდში" რამდენიმე თვით იმუშავა.  

სხვა სტატიები