Belive

იაპ სტამი: "სოლსკიაერმა ზაფხულში მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მძიმე" გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა "მანჩესტერ იუნატედმა" ისევ შეძლოს ტიტულების დაბრუნება, აცხადებს იაპ სტამი. "მე ვფიქრობ რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ თამაში ყველა პოზიციაზე, როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვასა და დაცვაშიც. ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც ერთმანეთს გვერდში ამოუდგება. ყველას სჭირდება შეკრული გუნდი, რათა მაქსიმუმი გამოვიმუშავოთ და რაიმეს მივაღწიოთ. კლუბს და მენეჯერს ამის დანახვა მოუწევთ. ვფიქრობ, რომ გუნდში ყველაფერი უნდა გადახალისდეს და შეიცვალოს. შეხედეთ ფეხბურთელებს, რა ქნეს და რას მიაღწიეს მათ. იმ ფეხბურთელებსაც კი, რომლებსაც სამი ან ოთხი წელი აქვთ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილი - მათი საკითხიც კი გადასაწყვეტია, დარჩნენ თუ არა ისინი გუნდში. საბოლოოდ მნიშვნელოვანია ის რომ დასახული მიზნები შეასრულო, ამისთვის კი ზოგჯერ მძიმე" გადაწყვეტილებები უნდა მიიღო - განაცხადა ჰოლანდიელმა მცველმა "Skysports"-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ იაპ სტამი "მანჩესტერ იუნატედში" 1998-2001 წლებში გამოდიოდა, 127 მატჩი ჩაატარა, 3 პრემიერ ლიგა და 1 ჩემპიონთა თასი მოიგო.

სხვა სტატიები