Belive

იარემჩუკი: "მეგობრები უკრაინაში იბრძვიან, ჩემი ფრონტი მოედანზეა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "ბენფიკამ" სტუმრად "აიაქსი" 0:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პორტუგალიელთა უკრაინელმა ფეხბურთელმა, რომან იარემჩუკმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან სამშობლოში შექმნილ რთულ მდგომარეობასა და საკუთარ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
"ძალიან რთული პერიოდია ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ. უნდა ვიბრძოლო აქ, მოედანზე, იქ სადაც, ჩემი ფრონტია. ჩემი მეგობრები უკრაინისთვის იბრძვიან. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ახლა იარაღს ვერ ავიღებ, მაგრამ საკუთარი თამაშით ვცდილობ, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს წინაშე წარვადგინო. რა თქმა უნდა, გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ რეალობა ასეთია“, - ამბობს იარემჩუკი.

სხვა სტატიები