Belive

იაშვილი | "ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიონში გამართულ წილისყრაზე, რომელმაც C ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვია. ჩვენი გუნდი „დ“ ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს შეხვდება.
„ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით ძლიერ ჯგუფში და ძლიერ მეტოქეებთან მოხვედრას ველოდით და ასეც მოხდა. ამისთვის მზად ვართ, რადგან საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფში გამარჯვება და პლეი ოფში გასვლაა. ვფიქრობ, რომ ბულგარეთიც და ჩრდილოეთ მაკედონიაც საინტერესო მეტოქეებია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამ გუნდებთან უსიამოვნო წაგებები საქართველოს ნაკრების მიზანს ვერ შეცვლის:
„მათთან ბოლო მატჩები ცუდად ვითამაშეთ – ჩრდილოეთ მაკედონიასთან შინ წავაგეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. მცირე ხნის წინ ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე მარცხი განვიცადეთ (0:4). თითოეული ჩვენგანის მიზანია, რომ ვითარება გამოვასწოროთ და წარმატებით ვითამაშოთ“.
იაშვილის თქმით, ჯგუფის კალენდარიც მისაღებია:
„ვფიქრობ, მშვენიერი კალენდარია. თამაშს შინ ვიწყებთ და მერე ორი გასვლაა. ვფიქრობ, სექტემბერშიც, კარგი ვარიანტია ბოლო ორი შეხვედრიდან ერთ-ერთი შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გასვლაზე გიბრალტართან“.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები