Belive

იბრაჰიმოვიჩი: "3 თვეში ყველას მოვაკეტინე"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. როგორც იცით, "ლა გალაქსის" ამჟამინდელმა ფორვარდმა მანჩესტერულ გუნდში 2 წლით ითამაშა. ზლატანმა აღნიშნულ პერიოდში 53 მატჩის ჩატარება და 29 გოლის გატანა მოასწრო. "ვმუშაობდი და ვცდილობდი, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. მიწევდა გუნდთან, მწვრთნელის ფილოსოფიასთან და კლუბთან შეგუება. თუმცა, ამ ყველაფერში პრობლემა არ შემქმნია, მე პროფესიონალი ვარ. იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედში" თამაშისას, "წითელ ეშმაკთა" ოფიციალურ ვებგვერდს ასეთი რამ განუცხადა: "მუშაობა მომწონს, მე ვღებულობ მითითებებს, თუმცა ამავდროულად ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც ვიცი და რაშიც კარგი ვარ - ვცდილობ, რომ გუნდს ყველანაირად დავეხმარო. ამ ასაკში, ჩემი ინგლისში ჩასვლის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ყველა ადამიანი გამეჩერებინა, რომელსაც ჩემში ეჭვი ეპარებოდა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ხალხი მე გამოწვევას მიგზავნის და დიდ ადრენალინს მანიჭებს. "იუნაიტედში" გადასვლიდან 3 თვეში ყველას მოვაკეტინე, ისინი თავიანთ სიტყვებს ჭამდნენ."

სხვა სტატიები