Belive

იბრაჰიმოვიჩი 7-8 თვეს გამოტოვებს - მან შესაძლოა კარიერა დაასრულოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო იტალიელი ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და ოპერაციის შემდეგ 7-8 თვეს გამოტოვებს. სწორედ ამ პერიოდში იგი გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანთან" ერთად სერია ა-ს გამარჯვება 11 წლის შემდეგ იზეიმა. შვედმა ფორვარდმა, მიმდინარე სეზონში, სერია ა-ს გათამაშებაში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზლატანი "მილანში" 2020 წლიდან ირიცხება, სადაც 60 მატჩში გოლით თავის გამოჩენა 33-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები