Belive

იბრაჰიმოვიჩი: გვარდიოლამ გამწირა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც ცნობილია ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ბარსელონაში" ასპარეზობის პერიოდში პეპ გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ამის თაობაზე შვედმა ლეგენდამ საკუთარ წიგნშიც კი დაწერა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ზლატანის წიგნიდან. -"თავს კარგად ვგრძნობდი. შემდეგ კი უცნაური რამ მოხდა, რაც მესის უკავშირდებოდა. იგი დიდებული ფეხბურთელია. მე მას კარგად არ ვიცნობდი. პიროვნულად ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით. ის „ბარსას“ 13 წლის ასაკში შეუერთდა, ამ კულტურით აღიზარდა და ბარსელონას „სკოლის“ წესებთან მიმართებაში თავს მშვენივრად გრძნობს. მესი გუნდში გრავიტაციის ცენტრია, რაც ბუნებრივია, რადგანაც დიდებულად თამაშობს. თუმცა ამჯერად „ბარსაში“ მე ვიყავი და მასზე მეტი გოლი გამქონდა. იგი გვარდიოლასთან მივიდა და განუცხადა: „მარჯვენა ფლანგზე თამაში არ მსურს. ცენტრში უნდა გამამწესო“. ფორვარდის პოზიციაზე ვიდექი, მაგრამ გვარდიოლას ეს ფეხებზე ეკიდა. მან ტაქტიკა შეცვალა. 4-3-3 განლაგებიდან 4-5-1-ზე გადავერთეთ, სადაც მე წინ ვიდექი, მესი ჩემ უკან და შესაბამისად ჩრდილში აღმოვჩნდი. ბურთი მუდამ მესის მისდიოდა. ხელ-ფეხი შემეკრა. მოედანზე ჩიტივით თავისუფლება მჭირდება. ისეთ ტიპს მივეკუთვნები, რომელიც ცდილობს ყველასგან გამორჩეული იყოს. გვარდიოლამ კი გამწირა. ეს იყო სიმართლე" შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოივჩმა "ბლაუგრანას" მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები