Belive

იბრაჰიმოვიჩი: "მატერაცი პირდაპირ საავადმყოფოში გავაგზავნე"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატერაცისთან დაკავშირებით პატარა ისტორია გაიხსენა. -""იუვენტუსში" ასპარეზობისას, როდესაც ერთხელ "ინტერს" ვეთამაშებოდით, მარკო მატერაცი ისე უხეშად მეთამაშა, თითქოს "ასასინის" მებრძოლი ვყოფილიყავი. მისმა დარტყმამ დამაზიანა და ფეხი ძალიან მეტკინა, მან კი ბოდიშიც არ მომიხადა. 4 წლის შემდეგ, როდესაც უკვე "მილანში" ვთამაშობდი, "დელა მადონინას" დროს მარკოს "ტაეკვანდოს" ილეთი გავუკეთე და ისე დავაგდე მინდორზე. იტალიელმა ისეთი დაზიანება მიიღო, რომ პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. როდესაც მატერაცი საკაცით გაჰყავდათ, მივაძახე, რომ უხეშად ჩემს წინააღმდეგ აღარასდროს ეთამაშა." - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ შვედი ამჟამად "მილანის" ფეხბურთელია და სამწუხაროდ ვარჯიშზე აქილევსის მყესის დაზიანება მიიღო და მისი კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სხვა სტატიები