Belive

იბრაჰიმოვიჩი მილანს დაუბრუნდა - შვედი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კლუბის საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, შვედი თავდამსხმელი აშშ-ში გატარებული რამდენიმე თავისუფალი დღის შემდეგ კლუბს დაუბრუნდა და მოედანზე დასაბრუნებლად მომზადება განაახლა.

მიღებული ტრავმის შემდეგ, ზლატანის მიზანია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნული შეხვედრებისთვის მოსამზადებლად, 41 წლის შვედმა ფორვარდმა სამედიცინო კვლევებიც ჩაიტარა.

იტალიაში დაბრუნებული იბრაჰიმოვიჩი სპეციალიზებული ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამით მომზადებას გააგრძელებს.

"მილანი", რომელიც იტალიის სერია A-ში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 37 ქულით ტურინის "იუვენტუსთან" ერთად მეორე ადგილზეა, ინგლისური კლუბის წინააღმდეგ პირველ მატჩს 15 თებერვალს "სან სიროზე" გამართავს.

სხვა სტატიები