Belive

იბრაჰიმოვიჩი მოედანს უბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სერია ა-ს ლიდერი "მილანი" "ტორინოს" უმასპინძლებს. "მილანის" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი: გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, 39 წლის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა ტრავმის შემდგომ. ზლატანი "ტორინოსთან" გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდა.

მიმდინარე სეზონში 39 წლის ზლატანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. “მილანის” მაისურით მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, სადაც  11 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ისიც აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს 6 მატჩში ზლატანმა 10 გოლი გაიტანა. “ნაპოლისთან” მოგებული მატჩის დროს შვედმა ფორვარდმა კუნთი დაიზიანა, რის გამოც მას 11 მატჩის გამოტოვება მოუწია. მიმდინარე სეზონში ზლატანი "მილანისთვის" ძალიან დიდი ძალაა და ის, რომ გუნდი სერია ა-ს ლიდერობს, დიდწილად სწორედ იბრას დამსახურებაა. "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში პირველი მატჩი წინა ტურში "იუვენტუსთან" წააგო ანგარიშით 1:3, აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს ვერ ეხმარებოდა იბრაჰიმოვიჩი. 16 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "მილანი" სატურნირო ცხრილში 37 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მე-2 ადგილზე "ინტერია" 36 ქულით.

სხვა სტატიები