Belive

იბრაჰიმოვიჩი - რაიოლას ყველაზე ცუდი კლუბის შერჩევა ვთხოვე და ასე აღმოვჩნდი მილანში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანისა" და შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი CorSera-სთან საუბარში უჩვეულო ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად "ნაპოლიში" გადასვლა სურდა, თუმცა ნეაპოლიტანური კლუბიდან კარლო ანჩელოტის გაშვების შემდეგ, "მილანში" გადასვლა გადაწყვიტა.
"მარადონას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ, "ნაპოლიში" გადასვლა და მათთან ერთად სკუდეტოს მოგება გადავწყვიტე - ისევე, როგორც დიეგომ. ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, თუმცა მათ კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს". "მინოს ვკითხე, რომელი იყო ყველაზე ცუდი კლუბი, რომლის დახმარებასაც შევძლებდი. "მილანი" "ატალანტასთან" 5:0 განადგურდა და გადავწყვიტე, რომ "მილანი" იყო ის გუნდი, რომლის მაისურიც უნდა მომერგო", - აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 27 დეკემბერს, ზლატანი თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანურ გრანდში დაბრუნდა. თავდაპირველად, შვედ ფორვარდთან 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, გახანგრძლივების პერსპექტივა ჰქონდა. "როსონერიში" კვლავ დაბრუნების შემდეგ, ზლატანმა სერია ა-ს ეგიდით გამართულ 46 შეხვედრაში 31 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები