Belive

იბრაჰიმოვიჩი ველას განცხადებას გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
20 ივლისს MLS-ის 21-ე ტურში ერთმანეთს "ლოს ანჯელეს გალაქსი" და "ლოს ანჯელესი" (3:2) დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჰეთ-თრიქი, ხოლო კარლოს ველამ დუბლი შეასრულა. თამაშის შემდეგ, 30 წლის მექსიკელის განცხადებას, რომ ის ზლატანზე უკეთესია, იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო პასუხი გასცა. "ჩემი კარიერის განმავლობაში იმისთვის არ მიშრომია, რომ აქ ჩამოვსულიყავი და ვინმეს კარლოს ველასთან შევედარებინე. მედიამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა.  "ლოს ანჯელესთან" მატჩში დავამტკიცე, რომ ლიგაში საუკეთესო ვარ," - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

სხვა სტატიები