Belive

იბრაჰიმოვიჩის მორიგი ამბიციური განცხადება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედმა ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი თამამი განცხადება გააკეთა. ზლატანის თქმით მიმდინარე სეზონში მას MLS-ის ყველა რეკორდის დამხობა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ იბრა "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებში 2018 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ზლატანმა 27 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა შეძლო. ამერიკაში გადასვლისა და ფორმის აღდგენის შემდეგ, ზლატანი ხშირად აცხადებდა, რომ შვედეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა, იან ანდერსონმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ზლატანი მის გეგმებში არ შედიოდა. ასევე იხილეთ:ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა

სხვა სტატიები