Belive

იბრაჰიმოვიჩის ტრავმა - ზლატანი იუნაიტედთან ვერ ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი ტრავმა მიიღო - შვედი თავდამსხმელი სერია A-ს გასულ ტურში, "რომასთან" 1:2 მოგებულ მატჩში დაშავდა. "მილანის" ოფიციალური განცხადებით თანახმად, 39 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც მოედანზე 3 კვირის განმავლობაში ვერ გავა. შეგახსენებთ, რომ იტალიელები ევროპა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან, ზლატანის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე" კი ვეღარ შედგება. გარდა ევროპა ლიგისა, იბრაჰიმოვიჩი იტალიის ჩემპიონატში "უდინეზეს", "ვერონას", "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

სხვა სტატიები