Belive

იბრაჰიმოვიჩმა ამერიკა გააკრიტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით წლების მანძილზე შვედი თავდამსხმელი ამერიკულ "მლს" - ში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონის ბოლოს ზლატანმა დატოვა ამერიკა და კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს. იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა ამერიკაში სპორტის მხრივ არსებულ სიტუაციაზე. " ამერიკაში სპორტი ძალიან ძვირია. ჩემი შვილები კარგ გუნდში დადიან და თამაშობენ ფეხბურთს, თუმცა მე თითო ბავშვში 3500 დოლარს ვიხდი, რაც საკმაოდ ბევრია. არსებობს ხალხი, ვისაც ამის საშუალება არ აქვს და მე ეს არ მომწონს. ფეხბურთი არის ყველასი და აბსოლუტურად ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს ამ სპორტის სახეობაში ბედის ცდა. ფეხბურთი აერთიანებს მთელ მსოფლიოს, მათი წარმოშობის, რელიგიის და კანის ფერის განურჩევლად. "

სხვა სტატიები