Belive

იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც საუკეთესოდ მიიჩნევს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებსაც ამ მომენტისთვის საუკეთესოდ მიიჩნევს:

,,კილიან მბაპე ჩემს ათეულში შედის. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მწვერვალზე რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ, მაგრამ ახლა ახალგაზრდებისთვის მაგალითად ერლინგ ჰოლანდი ითვლება. კიდევ ვინ? იბრაჰიმოვიჩი... სხვების ხსენებაც არ ღირს,'' - ზლატანის სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში'' 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 40 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები