Belive

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო - შვედს შესაძლოა დიდი დრო გაუცდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ამჟამინდელი ინფორმაციით, "მილანის" თავდამსხმელს აქილევსის მყესი დაუზიანდა, რის გამოც დიდ დროს გამოტოვებს. Sky Sports-ის იტალიელი ჟურნალისტების თანახმად, 39 წლის შვედი ფეხბურთელი დღეს, ორშაბათს, ვარჯიშზე დაშავდა. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანში" მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა. ზლატანმა სერია A-ში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მილანური კლუბის ექიმები იბრაჰიმოვიჩს გამოკვლევას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც ტრავმის სიმძიმე გაირკვევა.

სხვა სტატიები