Belive

იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს:
,,ვიცი, რომ პარი სენ ჟერმენის მთავარი მწვრთნელისთვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის. ნავასს არ ვიცნობ, მაგრამ ის შესანიშნავი მეკარეა. გუნდში ორი დიდებული გოლკიპერია, თუმცა, ჩემი აზრით, დონარუმა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. აქ საკამათო არაფერია, ის მსოფლიოს უძლიერესი მეკარეა, მასთან ერთად მითამაშია და ვიცი, რასაც ვამბობ,'' - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ჯანლუიჯი დონარუმა ,,პარი სენ ჟერმენს'' გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ევროპის ჩემპიონატზე იტალიელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები