Belive

იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 5 წლიანი პაუზის შემდეგ შვედეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. 39 წლის ფეხბურთელმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. "მილანის" გამოცდილმა თავდამსხმელმა ოჯახთან დაკავშირებული კითხვის დროს ცრემლები ვერ შეიკავა. საქმე იმაშია, რომ ზლატანის ცოლი და 2 ვაჟი სტოკჰოლმში ცხოვრობენ, მათი ნახვის შესაძლებლობა კი იბრაჰიმოვიჩს იშვიათად აქვს.
"რა რეაქცია ჰქონდა ოჯახს, როდესაც ნაკრებში დავბრუნდი? ეს არ არის კარგი კითხვა. როდესაც შვედეთიდან წავედი, ჩემმა ვაჟმა, ვინსენმა იტირა. დაბრუნების შემდეგ მითხრა, რომ უკან აღარ წავიდე. ეს რთულია, მათი დატოვება ყოველთვის ემოციურია," - თქვა შვედმა.
პრესკონფერენციის დროს ის თავის სათამაშო ნომერსაც შეეხო: "ალექსანდრ ისაკს ვკითხე, დამითმობდა თუ არა 11 ნომერს. მან მიპასუხა, რომ თანახმაა, ოღონდ, 6-7 წლის შემდეგ, როდესაც კარიერას დავასრულებ, უნდა დავუბრუნო," - ამბობს იბრა. შეგახსენებთ, რომ 25 მარტს საქართველოს ნაკრები შვედეთს სტუმრად დაუპირისპირდება. დიდია იმის შანსი, რომ ზლატანმა ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები