Belive

იბრაჰიმოვიჩმა თავისი ოცნების შემადგენლობა დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შვედ ფორვარდს ნამდვილად შესანიშნავი პროფესიონალური კარიერა აქვს, მან ისეთ გამორჩეულ წამყვან ჩემპიონატებში ითამაშა, როგორებიცაა : პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია ა, ლიგა 1. ზლატანმა არაერთი ტიტული მოიგო და ისეთ მოთამაშეებთან ერთად ითამაშა, რომლებიც თამამად შეიძლება დასახელდნენ საუკეთესოთა რიგებში. გასაკვირი არაა, რომ მისი ოცნების თერთმეტეული საოცარი ტალანტით დაჯილდოებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მეკარე : ჯანლუიჯი ბუფონი. შთამბეჭდავად გამოიყურება შვედის მიერ შერჩეული დაცვის ხაზი, რომლის გავლაც ნებისმიერ შეტევას ძალიან გაუჭირდებოდა. დაცვა : ლილიან ტურამი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, მაქსველი. მოედნის ცენტრში იბრაჰიმოვიჩმა ნამდვილად საოცარი სამეული აირჩია, მათ შორისაა პატრიკ ვიერა, რომელთან ერთადაც ზლატანს "იუვენტუსსა" და "ინტერში" აქვს ნათამაშები. ნახევარდაცვა : პატრიკ ვიერა, პაველ ნედვედი, ხავი ერნანდესი. რაც შეეხება შეტევის ხაზს ზლატანმა ცენტრალურ ფორვარდად საკუთარი თავი დააყენა ოცნების თერთმეტეულში, როგორც წესი,  მოთამაშეები ოცნების თერთმეტეულის დასახელბისას საკუთარ თავს გამოტოვებენ ხოლმე, მაგრამ არა ზლატანი და ვერც გავამტყუვნებთ : ის ნამდვილად არის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური თავდამსხმელი. შეტევის ხაზი : მესი, რონალდინიო, იბრაჰიმოვიჩი. სათადარიგოთა სკამი : ჟულიო სეზარი, ანდრეს ინიესტა, ფაბიო კანავარო, ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი. სათამაშო ტაქტიკა : 4-3-3.

სხვა სტატიები